ჩვენი კომპანიის შესახებ

ჩვენი მთავარი მიზანია დავნერგოთ ახალი სტანდარტები ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში. კომპანია <ავოკადო> შეიქმნა ამ იდეის გარშემო .  ჯანსაღი , ნატურალური პროდუქტი და ეს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელში, რომელიც არ უქმნის ჩვენს გარემოს საფრთხეს .

ჩვენი სერვისი მოიცავს ჯანსაღი საკვების მიწოდებას თბილისის მასშტაბით.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე.  

ჩვენი მიზანია მოგცეთ კომპლექსური, ხარისხიანი და გემრიელი საკვები.  

 

ჩვენი მთავარი მიზანია მოგაწოდოთ კომპლექსური, ხარისხიანი და რაც ყველაზე მთავარია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით  დამზადებული  ძალიან გემრიელი საკვები.

 რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?      

  1. ჩვენ ყოველდღიურად მოგაწვდით მრავალფეროვან, ჯანსაღ და განსხვავებულ კერძებს მთელი დღის განმავლობაში(რაციონისთვის ).
  2. ჩვენ მოგაწვდით პროდუქტს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით.
  3. თქვენ ზოგავთ უამრავ დროს, არავითარი მაღაზიაში სიარული , საკვების მომზადება და კალორიების დათვლა ( ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ!)
  4. უფასო მიტანის სერვისი თქვენთვის სასურველ ადგილზე.
  5. ჩვენი კვება შედგენილია პროფესიონალი დიეტოლოგებისა და სპორტსმენების მიერ .

გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენს საიტზე, შიდა Facebook , google მეშვეობით ან დაგვიკავშირდით კომპანიის ნომერზე , საიტის რუკაზე მონიშნეთ თქვენთვის სასურველი მიღების წერტილი (სახლი , სამსახური თუ სხვა ).

 აირჩიეთ სასურველი რაციონი სასურველი კალორაჟით . დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ ჩვენს საკონტაქტო ნომერზე .

3)მიწოდების სერვისი :

შეკვეთა მიიღება დღის განმავლობაში, ხოლო მიწოდება ხდება მეორე დილით ახლად მომზადებული საკვებით, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სწრაფი მიტანის სერვისით სწრაფი მენიუს კერძებზე!

4)გადახდის წესები:

+ონლაინ გადახდა

+ადგილზე გადახდა როგორც ნაღდი თანხით, ასევე ბარათით.

მენიუ :

  1. წონის დაკლება – super slim menu- დაიკელით წონაში კომფორტულად 1100 cal
  2. slim menu – 1200 – 1300 cal
  3. დეილი – menu – იყავით ფორმაში – 1600 cal
  4. ბალანს მენიუ. – 2000 cal
  5. წონის მომატება -energy menu – კუნთოვანი მასის მომატება – 2500 cal
  6. წონის მომატება – super energy menu – კუნთოვანი მასის მომატება – 3000 cal
  7. detox menu – სწრაფი გახდომა 2 დღეში – 384

წარმატებული ადამიანები ირჩევენ ავოკადოს

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები:

1)წონის დაკლება -გახდომა რამდენი კალორია გვჭირდება ყოველდღიურად წონის დასაკლებად ?
  • წონის კლება ხდება კონკრეტულად თქვენი პარამეტრებიდან გამომდინარე – სიმაღლე – წონა -ასაკი. ინდივიდუალურად თქვენთვის კალორიების დათვლაში დაგეხმარებათ კალორიების დამთვლელი , რომელიც მუშაობს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიფლინ სანჟეორის მეთოდის მიხედვით  ჩვენს საიტზე.
2) როდის იქნება შედეგი ?

ძალიან მალე

ჩვენი მომხმარებლები კვირაში 500გრამიდან 2 კილოგრამამდე იკლებენ წონაში (სლიმ მენიუ). ხოლო რამდენს დაიკლებთ თქვენ,  დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე , დასაწყისზე , ჯანმრთელობის ფიზიკურ ფორმაზე , ჩვევებსა და მიზნებზე .

როგორ დავიკლოთ სწრაფად 2  კილოგრამამდე 2 დღეში ?

ჩაიტარეთ დეტოქსის კურსი. ჩვენ გვაქვს სრული პროგრამა მინუს 2 კილო 2 დღეში, რეკომენდირებულია ამ პროგრამის არაუმეტეს 2- ჯერ გამოყენება ერთი თვის განმავლობაში.

3) როგორ დავიკლოთ გარკვეულ ზონებში ?

არ არსებობს მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ლოკალურ  პრობლემურ ზონებში ფორმების კორექცია, მაგრამ თქვენი ორგანიზმი შეგიძლიათ წარმართოთ სწორი მიმართულებით, შეარჩიოთ  ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.

4) როგორ დავიკლოთ სტრესის გარეშე ?
  1. დილის მოთელვა;
  2. იკვებეთ დღეში 5-ჯერ;
  3. მიიღეთ საკვები ერთიდაიგივე დროს, რათა შეეჩვიოთ ახალი ცხოვრების წესს;
  4. წყლის მიღება ხდება თქვენი წონის შესაბამისად , 30მლ 1კგ წონაზე . მაგ: თუ თქვენი წონა შეადგენს 67 კილოგრამს, უნდა მიიღოთ 2 ლიტრი წყალი;
  5. კიბეებზე სიარული, რათა გაიძლიეროთ ფეხის კუნთები, რაც უდრის სრულყოფილ კარდიოს!
  6. ივარჯიშეთ კვირაში 3 ჯერ: 1 ფუნქციონალური ვარჯიში, 1 კარდიო ვარჯიში და 1 ძალისმიერი;
  7. დღის განმავლობაში დავისახოთ მიზნად 10000 ნაბიჯი, რისი კონტროლიც შესაძლებელია მობილური აპლიკაციებითა და ჭკვიანი საათებით;
  8. დაახლოებით 8 საათი ძილი სრულყოფილი აღდგენისთვის.
5) cheat meals - საჭიროა თუ არა?

საჭიროა, მაგრამ არ დაგჭირდებათ!

cheat meals არის წმინდა ფსიქოლოგია, როდესაც საყვარელი კერძების შეზღუდვა გიწევს, რთულია საკუთარი თავის კონტროლი, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მათ შორის slim-ში,  რა თქმა უნდა, ჯანსაღი და ჩვენი დიეტოლოგის მიერ შედგენილი კერძები, ჩვენთან ერთად წონის დაკლება მარტივი და გემრიელია!

ჩვენი კერძების შესახებ

თქვენ არ გექნებათ იმის განცდა, რომ იმყოფებით მკაცრ დიეტაზე და შეზღუდული ხართ გემრიელ კერძებში. ხორცი, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, სუნელები – ჩვენ მოგიმზადებთ კერძებს თქვენი საყვარელი ინგრედიენტებისგან, რომ თქვენ წონაში დაიკლოთ, და კიდევ,  არ დაგტოვებთ ტკბილეულის გარეშე! ჯანსაღი ნამცხვრები, შოკოლადის ბრაუნები, მსუბუქი მუსები და ჩვენი დიეტოლოგებისა და სუპერ შეფის მიერ  შედგენილი სხვა დესერტები. 

მინდა შევცვალო კერძი – ეს შესაძლებელია ?

ჩვენ ვართ მოქნილები და ამიტომ თქვენ თავად ირჩევთ თქვენთვის სასურველ კერძს.

მოგბეზრდათ ფაფები? ალერგია გაქვთ თევზზე? შეცვალეთ ისინი.

გჭირდებათ მეტი კალორიები ძალისმიერი ვარჯიშის დღეს ?

დაამატეთ კიდევ ერთი კერძი, ასევე თქვენს პირად კაბინეტში დაგხვდებათ ფუნქცია ,,ფავორიტი კერძი“ და ,,სტოპ ლისტი“, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ფუნქციით ,,საყვარელი კერძი“. ამ ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში შემდეგი შეკვეთის დროს თქვენ მიერ დაფოვარითებული კერძი (საყვარელ კერძად მონიშნული იგულისხმეთ? მაშინ ტექსტში ჩასვით ასე:  თქვენ მიერ საყვარელ კერძად მონიშნული ვარიანტი …..)  ავტომატურად დაემატება თქვენს შემდეგ შეკვეთას. არ მოგეწონათ კერძი? შემდეგში მას არ შემოგთავაზებთ, თუ მას ,,სტოპ ლისტში“ გაუშვებთ.

 

აუცილებელია თუ არა დარბაზში სიარული წონის დასაკლებად ?

წინის დასაკლებად აუცილებელია დავხარჯოთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ვიღებთ  საკვებიდან. ამაში ჩვენ დაგვეხმარება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა. ეს შეიძლება იყოს დარბაზში და სახლში ვარჯიში , გარეთ სირბილი  და სიარული.

 

როგორ შევინარჩუნოთ წონა დაკლების შემდეგ ?

წონის დაკლება ბევრად მარტივია, ვიდრე მისი შენარჩუნება. გამოიყენეთ მაფლინ სანჟეორის ფორმულა, რათა გამოთვალოთ თქვენი დღის კალორაჟი ფორმის შესანარჩუნებლად. მთავარია, შევინარჩუნოთ დაბალანსებული კვება. შესაძლოა, წონის დაკლების შემდეგ თქვენ მოგიხდეთ  1400-2000 კკალ ბალანს მენიუ.